დღეს ცვენი პორტფოლიოს პრეზენტაციების დღე იყო. წარვადგინე ცემი პროექტი, მოვისმინე ჯგუფის წევრების პროექტები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თანამედროვე მიდგომის მნიშვნელობასა და პროექტებით სწავლების ეფექტურობაში.
განვლილი 9 დღე ჩემთვის ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ჩავწვდი და გავითავისე 21-საუკუნის მოთხოვნად მასწავლებლად თუ როგორ ვიქცე. როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა ინტერესები, შევუქმნა სანდომიანი, პროგრესზე ორიენტირებული და მშვიდი სასწავლო გარემო. ძალიან , ზალიან კმაყოფილი და სიახლეებით დატვირთული ვარ. იმედია სექტემბრამდე გამყვება ეს ენთუზიაზმი......
intel education
Tuesday, June 21, 2016
Monday, June 20, 2016
დღე-8
გავიგე თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებისთვის ყველაზე ეფექტურად და როგორ გავუწიო კლასს ფასილიტაცია ტექნოლოგიები. ამ ყველაფერმა დამანახა მოსწავლის დამოუკიდებელი როლი რომელიც 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და ასეთ შემთხვევაში მოსწავლე გახდება თვითრეგულირებადი მსწავლელი. მომწონს ტექნოლოგიები :-)
Sunday, June 19, 2016
დღე-7
გავიგე როგორ უნდა დავგეგმო სასწავლო პროცესი რათა მივაღწიო წარმატებას, ამისთვის კი უნდა გავითვალისწინო მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები, დასწავლის სტილი, ინტელექტი და ცოდნის დონე.
Saturday, June 18, 2016
დღე-6
მე-4 მოდულის გაცნობის შემდეგ გავიგე რომ: დავალება რომელსაც მოსწავლეს მივაწოდებ უნდა იყოს მისი ინტერესების, ცოდნის დონის და რეალური რესუსების გამოყენებით შესასრულებელი. შევეცადე მოსწავლის როლში შემესრულებინა დავალება რომელმაც ასევე დამანახა როგორც მასწავლებელს ის სიღრმე რასაც მოსწავლე პროექტებიტ სწავლებისას მიიღებს.
Friday, June 17, 2016
დღე-5
დღევანდელმა დღემ დამაფიქრა სასწავლო პროცესში ინტერნეტის გამოყენების აუცილებლობაზე. გავეცანი ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს და ინსტრუმენტებს, რამაც დაამარწმუნა მის ეფექტურობაში და შევეცდები დავნერგო ის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და გააქტიურებისათვის. ვისაუბრე საავტორო უფლებების დაცვაზე, ნამდვილად არ მეგონა ის რასაც დღემდე ვაკეთებდი პლაგიატიზმი თუ იყო და საავტორო უფგლებებს ვარღვევდი. დღეიდან კი ჩემს მოსწავლეებსაც ავუხსნი რამდენად ცუდი საქციელია სხვის ნაშრომის მითვისება ონლაინში რომელსაც საქართველო თითქმის არცერთი თინაიჯერი არ აქცევს ყურადღებას. ეს იყო ჩემი უკუკავშირი დღეანდლტან ამით მინდა ვთქვა ისიც რომ უკუკავშირი უმნიშნელოვანესი პროცესია და მით უმეტეს თუ ის ეფექტურია. მე კი სულ ეფექტურუ უკუკავსირს ვღებულობ როგორცვ ჯგუფის წევრების ასევე ტრენერისაგნ.
Thursday, June 9, 2016
დღე-4
ვიმუშავე პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე პროექტის ირგვლივ რამაც დამანახა პროექტის არსი და მნიშვნელობა .
ვიმუშავე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენაზე
ვიმუშავე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენაზე
Wednesday, June 8, 2016
დღე-3
დღეს გავეცანი მე-2 მოდულს, რამაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა პროექტის არსზე და მნიშნელობაზე. შევაფასე ჩემ მიერ დაწერილი პროექტის მონახაზი რამდენად განუვითარებდა მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. თითქოს მარტივია მაგრამ ამავდროულად სიღრმისეულ წვდომას მოითხოვს. ვეცდები ჩემი პეადგოგიური პრაქტიკა გავამდიდრო აქ შეძენილ ცოდნით.
Subscribe to:
Posts (Atom)